logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებს დაარსებიდან 28 წლისთავს ულოცავს
- +

30 აპრილი. 2019. 13:33

 

 

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წარმომადგენელს, ქვეყნის თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლისთავს ულოცავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წელი შესრულდა.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ულოცავს საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წარმომადგენელს,  ასევე მთელ საქართველოს, ამ მნიშვნელოვან თარიღს.

 

ამასთან დაკავშირებით,  დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებაში, რომელიც ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება.  თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ცერემონია, ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინებით შემკობით დაიწყება“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner