მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლელიკო ჯაფარიძეს დღეს მიაბარებენ მშობლიურ მიწას.
„ლელიკო ჯაფარიძე გარდაიცვალაო და... გულში კიდევ ერთხელ გაიარა რაღაც უხილავმა მახვილმა, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი... დღეს მიაბარებენ მშობლიურ მიწას, ნათელში იყოს შენი სული, ჩემო უფროსო ძმაო, ვწუხვარ, რომ არა ვარ თბილიში..." - წერს გამცემლიძე „facebook"-გვერდზე.