logo_geo
eng_logo
ლილიამ მორი პასკიე: ევროპა შეძლებს, წინ აღუდგეს გამოწვევებს
- +

30 აპრილი. 2019. 14:37

 

 

„ევროპაში თავდასხმაა ბევრ ქვეყანაში მედიასაშუალებების თავისუფლებაზე, ასამბლეის თავისუფლებაზე ისევე, როგორც არის ანტიდემოკრატიული მოძრაობები, ნაციონალისტური უფლებების გაძლიერება, ასევე კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ქმედებები. ამას ჩვენ წინ უნდა დავუყენოთ ჩვენი ფასეულობების სისტემა, რომელიც ეფუძნება ადამიანების უფლებების დაცვას“, -  ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა.

 

ლილიენ მორი პასკიე იმედოვნებს, რომ ევროპა შეძლებს წინ აღუდგეს გამოწვევებს.

 

„ნუ დავივიწყებთ იმას, რომ არა მხოლოდ საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავს აღვნიშნავთ ევროსაბჭოში, ასევე 70-ე წლისთავს ჩვენი ორგანიზაციისას. თქვენ იცით, რომ ევროპა ახლა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. იცით, რომ თავდასხმაა ბევრ ქვეყანაში მედიასაშუალებების თავისუფლებაზე, ასამბლეის თავისუფლებაზე ისევე, როგორც არის ანტიდემოკრატიული მოძრაობები, ნაციონალისტური უფლებების გაძლიერება, ასევე კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ქმედებები. ამას ჩვენ წინ უნდა დავუყენოთ ჩვენი ფასეულობების სისტემა, რომელიც ეფუძნება ადამიანების უფლებების დაცვას. მიუხედავად იმ ბევრი გამოწვევისა, რომელიც ევროპის წინაშე დგას, მე არ მინდა პესიმისტი ვიყო და მინდა გითხრათ, რომ ურთულეს მომენტებშიც კი, რასაც ისტორია გვიჩვენებს, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი, თუ რამდენად დაირღვა ადამიანების უფლებები იმ დროს, ევროპელმა ხალხმა მაინც მოძებნა ძალა, რომ მოეხდინა კონსოლიდაცია სწორედ ამ ფუნდამენტური უფლებების საფუძველზე ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

მისივე განცხადებით, ეს ევროპის ვალდებულებაა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, ხელი შევუწყოთ კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას, რამაც დაუდო საფუძველი ევროპის საბჭოს შექმნას.

 

„ამ საბჭოში გაწევრიანდა ყველა წევრი ქვეყანა, რომელიც ემსახურება ამ იდეების და იდეალების განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს. ჩვენ წელს ვზეიმობთ ამ კავშირის 70 წლისთავს. ჩვენი პოლიტიკური მოვალეობაა, ჩვენი საერთო ევროპული ოჯახის დაცვა, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, სადაც ფუნდამენტური უფლებები ჩვენი მოქალაქეების არის დაცული საერთო სამართლებრივ ჩარჩოში. ჩვენი საერთო ევროპული სახლი, რა თქმა უნდა, არც ისე დაცულად გრძნობს თავს ამ კონფლიქტების ერაში, გლობალური გამოწვევების პერიოდში, რაც ცდება ჩვენი კონტინენტის გეოგრაფიულ საზღვრებს, მაგრამ იმედი მაქვს, შევძლებთ წინ აღვუდგეთ იმ გამოწვევებს, რითაც გაერთიანებული სამყარო უფრო ძლიერი იქნება. დღეს, 70 წლისთავზე ჩვენ ვფოკუსირდეთ ამ ევროპულ ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დიალოგი და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი შევასრულოთ და გავძლიერდეთ, რომ საბოლოოდ დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები და ევროპა“,- განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

 

სიტყვით გამოსვლის დასასრულს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროსაბჭოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და „ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად არაჩვეულებრივია“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner