logo_geo
eng_logo
საკრებულოში ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
- +

26 თებერვალი. 2016. 11:00



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ელ დი ეს ჩერითი" წარმომადგენლებს - პეტ და ქორლა მაკფარლენებს, ასევე „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელს მაია კვეზერელი-კოპაძეს უმასპინძლეს.


შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკრებულოს წევრი რატი იონათამიშვილი ესწრებოდნენ.


საქველმოქმედი აქცია, რომლის ფარგლებშიც 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცათ, ორგანიზაციის „ელ დი ეს ჩერითი" დახმარებითა და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ორგანიზებით  მოეწყო.


აქცია ორ ეტაპად ჩატარდა და ჯამში 222 დაზარალებულ ოჯახს 113 062 ლარის ღირებულების საოჯახო ტექნიკა (მაცივარი, გაზქურა, სარეცხის მანქანა) გადაეცა. 


დეპუტატებმა ორგანიზაციის „ელ დი ეს ჩერითი" წარმომადგენლებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.


პეტ და ქორლა მაკფარლენებსა და   მაია კვეზერელ-კოპაძეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.


შეხვედრის დასასრულს, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა  სტუმრებს თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner