logo_geo
eng_logo
მანანა არჩვაძე-გამსახურდია: მე საბოდიშო არავისთან არაფერი მაქვს
- +

28 მაისი. 2016. 12:19


„დამოუკიდებლობის აქტზე ისეთ ადამიანებს აქვთ ხელი მოწერილი, რომლებიც საქართველოს ებრძოდნენ", - აცხადებს ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია „იბერიას" ეთერში. აქვე იგი საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებშიც მისმა ხელმოწერამ დამოუკიდებლობის აქტზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.


„ის ადამიანები მაშინ პარლამენტში იყვნენ და სამწუხაროდ, კანონით ეკუთვნოდათ, რომ ხელი მოეწერათ აქტზე. მათ დაამტკიცეს საბოლოოდ, როგორ დაიმსახურეს და როგორ გაამართლეს ეს ხელმოწერები. ქართველი ერი არის ამის მსაჯული. თუ ვინმეს უსიამოვნება მივანიჭე იმით, რომ ჩემი ხელმოწერა არის დამოუკიდებლობის აქტზე, მე საბოდიშო არავისთან არაფერი მაქვს. ვუსურვებდი, რომ თუნდაც ერთი დღით იცხოვრონ იმ ცხოვრებით, როგორც მე მიცხოვრია და გააკეთონ ის, რაც მე გამიკეთებია ჩემი სამშობლოსთვის", - აცხადებს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner