logo_geo
eng_logo
სადახლოსა და წითელ ხიზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

30 აპრილი. 2019. 15:15

 

24-29 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად,  ჯამში, 8 880 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner