logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ
- +

30 აპრილი. 2019. 15:16

 

„2019 წლის მარტსა და პირველ კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება პოზიტიური მოლოდინების საფუძველს მომავალშიც იძლევა“, - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.

 

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-მარტის საშუალო ზრდა 4.7 პროცენტს გაუტოლდა. 2018 წლის ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო.

 

ოთარ ანგურიძემ პოზიტიურად შეაფასა იმ გარემოებათა ერთობლიობა, რომელიც ეტაპობრივად აუმჯობესებს ქვეყანაში ეკონომიკურ მაჩვენებლებს. კერძოდ, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინასწარი შეფასების ეკონომიკურმა ზრდამ 6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტის საშუალო ზრდა 4,7 პროცენტი დაფიქსირდა.

 

„განსაკუთრებით პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ. კერძოდ, 2019 წლის მარტში საქონლის ექსპორტის 12.3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 321.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი შემცირდა 12.3 პროცენტით და 740.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა“, - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ.

 

„საქსტატის“ ცნობით, ასევე, გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 5.3 პროცენტით (12.4 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 244.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 7.5 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 119.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner