logo_geo
eng_logo
შსს-მ სალომე ზურაბიშვილის „Twitter“- ის გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციის შესწავლა დაიწყო
- +

30 აპრილი. 2019. 15:32

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „Twitter“- ის გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, დაიწყება გამოძიება.

 

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „Twitter“- ის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გაზიარდა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული „ტვიტი“ წაიშალა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილის „Twitter“-ის გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარება სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის „Twitter“-ზე ტრამპის პოსტის გაზიარება კიბერთავდასხმას უკავშირდებოდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner