„პოლიტიკური უზნეობაა, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს დააბრალო დავითგარეჯში განვითარებული პროცესები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინტერესებს ატარებს, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის აზერბაიჯანულ მხარესთან.
გიორგი ვოლსკის თქმით, მისაღებია გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დემარკაციას ეხება.
„არც აზერბაიჯანში და არც საქართველოში უნდა გვქონდეს განწყობა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გარკვეული პოზიციის გამოხატვა, რამენაირად შეიძლება დამაზიანებელი იყოს. მითუმეტეს, თუ ეს ინტერესები ემთხვევა მეზობელი ქვეყნის ინტერესებსაც. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და უნდა მოვახდინოთ საზღვრის დემარკაცია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
აღდგომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სენაკებში ტურისტებს და დამთვალიერებლებს 4 დღის განმავლობაში აღარ უშვებდნენ.