logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: 71 წლის წინ სიკვდილი ჩამოვარდა ციდან და მსოფლიო შეიცვალა
- +

28 მაისი. 2016. 12:37


აშშ-ის პრეზიდენტი ბარა ობამა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა, რომელზეც მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის ავიაციამ ატომური ბომბი ჩამოაგდო.


ბარაქ ობამა იაპონიის პრეზიდენტ სინძო აბესთან ერთად ჰიროსიმას მემორიალურ პარკში მივიდა და ატომური აფეთქების მსხვერპლთა მემორიალი ყვივილებით შეამკო.



„71 წლის წინ სიკვდილი ჩამოვარდა ციდან და მსოფლიო შეიცვალა", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

 


ბარაქ ობამამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მუდამ ახსოვდეთ ატომური დარტყმის შედეგად გარდაცვლილები.



ჰიროსიმას დაბომბვამ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია კაცობრიობას, საკუთარი თავი თავად გაანადგუროს. მსოფლიომ უნდა შეძლოს, თავიდან აიცილოს მსგავსი კატასტროფის გამეორება", - განაცხადა ობამამ და საზოგადოებას ბირთვულ იარაღზე უარის თქმისკენ მოუწოდა.



ამასთან, ბარაქ ობამა რამდენიმე იაპონელს შეხვდა, რომლებიც ატომური ბომბის ჩამოგდებას გადაურჩნენ.



ბარაქ ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ჰიროსიმას ეწვია.



ატომური ბომბი ჰიროსიმაში 1945 წელს, აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ბრძანებით ჩამოაგდეს. დაიღუპა 140 ათასი ადამიანი. რამდენიმე დღეში ატომური დარტყმა ნაგასაკიზეც განხორციელდა, რასაც 74 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner