logo_geo
eng_logo
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

30 აპრილი. 2019. 18:07

 

 

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გზის გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 15 აპრილს დაიწყო.

 

აღნიშნული გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოწოლილი იყო დიდი ზომის ლოდები. 22-ე კმ-ზე ჩამოწოლილი ლოდების გაწმენდა უკვე დასრულდა, ხოლო 25-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი დიდი ზომის ლოდების დასაშლელად საჭიროა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება.

 

„ამ დროისთვის, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები სამ-ოთხ დღეში დასრულდება. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ 18 – კმ 72 მონაკვეთი გადის რთულ კლდოვან რელიეფზე, სადაც საუღელტეხილო მონაკვეთი გზის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, გზის სავალი ნაწილის სიგანე კი 5 მეტრამდეა, რაც ართულებს ავტოტრანსპორტის მიმოსვლას. აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდა რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და შესაბამისად საავტომობილო მიმოსვლა ზამთარში აკრძალულია. სხვა პერიოდში კი, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტრაქტორი ორგანიზაცია აქტიურად გააგრძელებენ სამუშაოებს რათა თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგეს. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად ითვლება“, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner