ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნამაზის მნიშვნელობა არ იციან და ხიდაშელი და უგულავა მენტორულად და ისტერიულად საუბრობენ ნამაზის ამსახველი ფოტოსურათის შესახებ, რომელიც საზმაუს ფოტოგრაფმა გადაიღო და საიტზეც აიტვირთა.
ერთი უბედურება ის არის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროვოკატორობს, მეორე უბედურება კი ის არის, რომ თბილისის ყოფილმა მერმა სასულიერო სემინარია დაამთავრა და რელიგიური რიტუალისა არაფერი გაეგება.
მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც განსაკუთრებით კარგად წარმოაჩენს ხიდაშელის და უგულავას შინაგან სამყაროს, ის არის, რომ ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი ნამაზის შესრულების დროს სალოცავად პირქვე დამხობილ ადამიანებს უყურებს და მხოლოდ უკანალს ხედავს!
ეს გარყვნილი ავადმყოფები!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი