ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში მურუსიძე-შავგულიძის დაგეგმილ დებატებს ეხმაურება.
„დღეს 22:00-ზე მურუსიძე-შავგულიძის დებატები პირდაპირ ეთერში.
ამ პერსონების მიმართ საზოგადოების ხისტმა დამოკიდებულებამ აუცილებელი გახადა მსგავსი ფორმატი, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი I-ს თავზე დასვამს წერტილს. ყველაზე არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საშუალება გვექნება, ინფორმაცია გარკვეული დოზით მივიღოთ.
საზოგადოებაში ემოციური ფონი მაინც დარჩება თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორივე ძლიერი იურისტია და კარტებს ბოლომდე არ გაგვიხსნიან, მაგრამ 1. საკმაო ინფორმაციას მაინც მივიღებთ; 2. მსგავსი დებატების პრეცედენტი შეიქმნება.
მე ველოდები“, - წერს გაბრიჭიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.