logo_geo
eng_logo
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს შეხვდა
- +

30 აპრილი. 2019. 20:39

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს ტომას მაიერ ჰარტინგს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დასავლურ ოჯახში დაბრუნება საქართველოს ისტორიულ-ღირებულებითი არჩევანია. ამასთან, მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდას ემსახურება.

 

შეხვედრაზე მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. ირაკლი კობახიძემ გამოხატა ქართული მხარის მზაობა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.

 

ირაკლი კობახიძემ და ტომას მაიერ ჰარტინგმა ასევე განიხილეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს კანონპროექტის არსი გააცნო და განაცხადა, რომ მომზადებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ქართული მხარის ერთგულება და მზადყოფნა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner