logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს: უნდა ნახოს შენმა „საფიცარმა“ დასავლეთმა, როგორი დანაშაულია შენისთანა ტირანის მხარდაჭერა!
- +

28 მაისი. 2016. 12:40


დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „facebook"-გვერდზე უკრაინის პროკურატურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის სამუშაო კაბინეტის და ბინის ჩხრეკას ეხმაურება.



ეს რა მესმის! მიშა ეუბნება უკრაინის სპეცნაზს, არ გრცხვენიათ, ავტომატებით რომ მოდიხართ, წადით, იომეთ, თუ რამე შეგიძლიათო! ავტომატებით შეუვარდნენ ქალებს და კანკალებენ ქალებიო! ასეთი პოლიტიკური ანგარიშსწორება ჩრდილოეთ კორეაშიც არა ხდებაოამას მიშა ამბობს, სააკაშვილი!

მიშა, შე არაადამიანო! პანტიანში, აგარაკზე, დილის 5 საათზე, 30-კაციანმა სპეცრაზმმა რომ ალყა შემოარტყა ჩემს სახლს და ჯერ კიდევ სიბნელეში ავტომატის ლულა რომ გვქონდა მოშვერილი მე და ჩემს 11 წლის შვილს, მძინარეებს, და რომ ანათებდა ეს ავტომატი, შავი ნიღბიანის ხელში, ადვოკატი მახსენებინა ვინმემ?! ჩრდილოეთ კორეის პროკურატურამ გამომიგზავნა, თუ იცი, ის სპეცაზ პანტიანში თუ შენმა შვონდერმა" პროკურატურამ?

კანკალებდნენ უკრაინელი ქალებიო, ეცოდება მიშას! შე ცრუ ნერონო", გიფიქრია, ქართველი ქალები, ბავშვები და კაცები რომ კანკალებდნენ, კვდებოდნენ, ტყდებოდნენ, იმსხვრეოდნენ, გიფიქრია მათზე და მათ ოჯახებზე?! რატომ გძულდა ასე ძლიერ ნახევარი საქართველო?! შენი და შენი ძალოვნების უკანონობასთან და თავგასულობათან ჩრდილოეთ კორეა რა სახსენებელია!

შენ უნდა გასამართლდე, სააკაშვილო! ოდესაში დაგება ენა? აგებნა სიტყვები? ღმერთს ვთხოვ, არ გახდე უკრაინაში ვინმეს პირადი ანგარიშსწორების (ტყვიის) მსხვერპლი და აქ, საქართველოში წარსდგე მართლმსაჯულების წინაშე! უნდა ნახოს შენმა საფიცარმა" დასავლეთმა, როგორი დანაშაულია შენისთანა ტირანის მხარდაჭერა!"- წერს მაია ნიკოლეიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner