logo_geo
eng_logo
„ცრუსთავის სიაბანდობა უკრაინულ ბუკებზე და რუს ქილერზე“ - POSTV -ის „მედია რენდგენი“
- +

30 აპრილი. 2019. 21:22

 

 

ინტერნეტ ტელევიზია POSTV-ს გადაცემა „მედია - რენდგენის“ ობიექტივში  „რუსთავი-2-ის“ მიერ უკრაინაში დაჭერილ რუს ქილერზე მომზადებული რეპორტაჟი მოხვდა.

 

რუსთავი-2 ის მიერ მომზადებულ სიუჟეტის თანახმად, რუს ქილერს იმ სამხედროების ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული, რომლებიც 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომში რუს თვითმფრინავებს აგდებდნენ უკრაინის მიერვე ჩვენთვის გადმოცემული ბუკებით.

 

„სქემა ასეთია:  იუშენკომ მოგვცა ჰაერსაწინააღმდეგო ბუკები, თან გამოაყოლა სპეციალისტები. ამ სპეციალისტებმა ამ ბუკებით ჩამოაგდეს რუსების თვითმფრინავები. ამიტომ რუსებმა გადაწყვიტეს მათზე შურისძიება, დაიქირავეს ქილერი, რომელმაც მხოლოდ ერთი უკრაინელი  სამხედროს ლიკვიდაცია მოასწრო. ამ თემაზე შექმნილ რეპორტაჟში რ2 ვერაგულად სვამს კითხვას: საიდან გაიგო რუსეთმა უკრაინელი სპეციალისტების ვინაობა. ამ თემაზე ნაც სამხედროების ანუ  2 გენერლის და ნაც პარტიის წარმომადგენლის საუბრებიდან მაყურებელს უნდა გაუჩნდეს არგუმენტირებული ეჭვი, რომ სწორედ ქართული ოცნების მთავრობამ ჩაიდინა მოღალატეობრივი აქტი და გადასცა რუსებს ეს საიდუმლო ინფორმაცია. თუმცა მხოლოდ ეჭვის აღძვრა არ იკმარა დეგენერატმა სააკაშვილმა და გამოაცხო ფბ სტატუსი სადაც კატეგორიულად ამტკიცებს: „სწორედ ივანიშვილის დავალებით გადაეცა მთელი ინფორმაცია 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სამხედროებზე. მის სინდისზეა არა მხოლოდ უკრაინელი სამხედრო სპეციალისტის მკვლელობა, არამედ, ასევე ქართველი სამხედროების სიკვდილი“, - ამბობს „მედია რენდგენის“ ავტორი შალვა რამიშვილი. 

 

„მედია - რენდგენმა“ გაარკვია, რომ  2008 წელს უკრაინის რადაში შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელსაც უნდა გამოეძიებინა პრეზიდენტ იუშენკოს მიერ, ქართველებისთვის ჰაერსაწინააღმმდეგო სისტემა ბუკების რადასგან მალულად გადაცემის საკითხი.

 

 

„ანუ  უკრაინელი დეპუტატები (მათ შორის იულია ტიმოშენკოს პარტიის წევრებიც) , იუშენკოს აბრალებდნენ , რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა შეასუსტე სააკაშვილს ბუკები რომ  გადაეციო. ჩატარდა სრულფასოვანი გამოძიება, გამოითხოვეს მონაცემები უკრაინელი ძალოვანებისგან, მათმა ნაწილმა მედიაშიც გაჟონა და შედეგად  რადას წევრებმა გაიგეს აბსოლუტურად ყველაფერი ამ სპეცოპერაციის შესახებ” - ამბობს შალვა რამიშვილი და მაგალითად  უკრაინელი დეპუტატის მიერ რუსული სახელმწიფო არხისთვის მიცემული ინტერვიუ მოჰყავს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner