logo_geo
eng_logo
სოფელ ზედა ლეღვასა და ქობულეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების მოწესრიგება დასრულებულია
- +

30 აპრილი. 2019. 22:47

 

 

2019-2020 სასწავლო წელს სოფელ ზედა ლეღვასა და ქობულეთის მეორე საჯარო სკოლები, სასწავლო პროცესს რეაბილიტირებულ შენობებში დაიწყებენ. საგანმანათლებლო დაწესებულებების მოწესრიგება დასრულებულია. ამ ეტაპზე ეზოსა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება მიმდინარეობს.

 

სამუშაოებს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, აჭარის განთლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი გაეცნენ.

 

სკოლების რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სასწავლო დაწესებულებების მოწესრიგება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს“ დახმარებით მოხდა. ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლაში 200 მოსწავლე, ხოლო ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში 1 000 მოსწავლე ირიცხება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner