logo_geo
eng_logo
ქართველი მოცეკვავეების სოლო შესრულებამ ჩინელი მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია
- +

28 აპრილი. 2013. 12:57


ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია CCTV-ის ეთერში კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქართველი მოცეკვავეებიც მონაწილეობდნენ.

ტელეკომპანიამ მაყურებელს კონცერტი პირდაპირ ეთერში შესთავაზა, რომელშიც მონაწილეები კონკურსის გზით შეირჩნენ და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ საუკეთესო შემსრულებელთაგან საუკეთესო ნომრები შესრულდა.


კონცერტში სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად პოპულარული ტელევარსკვლავი, სელინ დიონიც მონაწილეობდა. ქართველი ბიჭების ხუთეული „Fire of Anatolia"-ს წევრები არიან.


ანსამბლის რეპერტუარიდან 2 ნომერი შეირჩა, საიდანაც ერთ-ერთი ქართველთა შესრულებით წარდგა მაყურებლის წინაშე.


თეიმურაზ ციხისელმა, მალხაზ შუბითიძემ, ირაკლი ფარცვანიამ, ვლადიმერ წითაშვილმა და ირაკლი ჯალაღონიამ მაყურებელს ცეკვა „მთიულური" შესთავაზეს, რომელიც მოცეკვავეებმა განსაკუთრებული ეფექტურობით შეასრულეს და ცეკვაში საკუთარი დახვეწილი ელემენტებიც შეიტანეს.


როგორც თეიმურაზ ციხისელი აცხადებს, მათ „მთიულური" ილეთებით წარმოდგენილი ცეკვა შეასრულეს, რომელიც ქართულ ხასიათს ასახავს. ამასთან, მისივე თქმით, ის მებრძოლ ხასიათს ავლენს და განსაკუთრებული ტრიუკებით გამოირჩევა. ცეკვაში ქართველმა მოცეკვავეებმა ინდივიდუალური ილეთებიც დაამატეს, რაც, საბოლოო ჯამში, შესრულებას უფრო ეფექტურს ხდის.


„კარგად შესრულებულ ქართულ ცეკვას მაყურებელის შინაგანი აღელვება და სიამოვნების განცდა მოჰყვება. ძალიან სასიამოვნოა, როცა ამას გრძნობ და როცა გეუბნებიან, რომ შენმა შესრულებამ მათ ჟრუანტელი მოჰგვარა", - აცხადებს თეიმურაზ ციხისელი.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner