logo_geo
eng_logo
ფაროსანას განადგურების მიზნით აჭარაში 5 000 „ფერომონი“ დამონტაჟდება
- +

30 აპრილი. 2019. 23:24

 

 

ქობულეთში გრძელდება ფაროსანასთან ბრძოლა. ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას მოსახლეობას აცნობენ. ფაროსანასთან ბრძოლის შექმნილი სპეციალური შტაბის წარმომადგენლებმა სოფლის რწმუნებულებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც   მავნებლის მოსაზიდი დამჭერები „ფერომონები“ წარადგინეს. აღნიშნული საშუალებით მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა ხდება.

 

სამუშაო შეხვედრას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მოადგილესთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ფაროსანას განადგურების მიზნით, აჭარაში  5 000 ფერომონი დამონტაჟდება. რითაც ტყისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერულ ზონაში მავნებლის ლოკალიზება და განადგურება მოხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner