„განაჩენი, რომელიც მე გამოვიტანე, სხვათა შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მორიგებით დასრულდა, სახელმწიფო მოურიგდა", - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მურუსიძე დაინტერესდა, რატომ არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება შალვა შავგულიძემ, რომელიც მოლაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავდა და ოჯახის ნდობით სარგებლობდა.
„აღნიშნული საკითხი ჩვენ რომ შევხვდით, თქვენ ახსენეთ წლის უკანაც ეს საკითხი, თქვენ წამოწიეთ, მე მახსოვს, მაშინაც საუბრობდით ამ თემაზე და მინდა გითხრათ, რომ ჩემი განაჩენი, რომელიც მე გამოვიტანე კანონიერ ძალაში, სხვათა შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მორიგებით დასრულდა, სახელმწიფო მოურიგდა. თქვენ მოგეცათ ერთი წლის ვადა, რომ გაგესაჩივრებინათ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოვიტანე. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ ყოფილა ანუ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მე გამოვიტანე, არის კანონიერ ძალაში. ეხლა გავაგრძელებ, რაც შეეხება თქვენს შუამდგომლობებს, გასაგებია, რომ მპასუხობთ არ უმსჯელია, მაგრამ მე მიმაჩნდა, რომ ის შუამდგომლობები, რომელიც თქვენ გქონდათ დაყენებული, სასამართლოს არც უნდა ემსჯელა და ის მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებზეც“, - განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, ის ერიდება გარდაცვლილ ადამიანზე საუბარს, თუმცა, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით მის მორალზე საუბრობენ, იძულებულია რამდენიმე შეკითხვა დასვას:
„ეხლა კიდე გეტყვით, თქვენ ეხლა პოლიტიკაში შეხვედით და ზოგადად მოლაშვილისა და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ... უბრალოდ ამ საკითხზე, რადგან ადამიანი გარდაცვლილია, ვერიდები საუბარს, მაგრამ რადგანაც ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემს მორალზე ლაპარაკობენ, მეც მინდა, რაღაცნაირად ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვა დაგისვათ. მე ამოვწიე რაღაც გარკვეული მასალები, სადაც ბატონი სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ ციხეში განხორციელდა წამება, წამებაში იმედია, არავის გასჩენია ეჭვი, რომ რამე მონაწილეობა მქონდა მიღებული და ამ წამების საქმეში ადებდა გიგა ბოკერიას ხელს. შესაბამისად, თქვენ იყავით მოლაშვილის ადვოკატი, იცავდით ოჯახის ინტერესს და სარგებლობდით ოჯახის ნდობით, და შესაბამისად, დღეს ხართ იმ პარტიის წევრი, რომელსაც ადებდა ხელს სულხან მოლაშვილი. აქ არის ეხლა ორი შემთხვევა: ერთი, თუ ეს მართალი იყო რასაც ადებდა ხელს, როგორ ფიქრობთ, ვთქვათ ეს ერთი საკითხი და მეორე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბატონი სულხანი ცდებოდა და არასწორად ადებდა ხელს. ამას ჩემთვის იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ საბოლოო ჯამში ყველა საქმეზე აღმოჩნდა, რომ მურუსიძის წინააღმდეგ მიდის ყველა კამპანია და მაინტერესებს თქვენ, როგორც ადვოკატი და ინტერესების დამცველი, ბატონი სულხან მოლაშვილის განცხადება, რომ ის ციხეში დაექვემდებარა წამებას, მიგაჩნიათ სიმართლედ თუ ის ამბობდა ტყუილს? მე თქვენი განცხადებაც მაქვს წაკითხული, 2016 წელს თქვით, რომ როდესაც იცავდით მის ინტერესებს, თქვენთვის ეს გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ ამ გვარებს ასახელებდა ის 2013 წელს და მგონი, უფრო მოგვიანებითაც. ამიტომ იქნებ მითხრათ, ბატონო შალვა, მოცემულ შემთხვევაში ბატონი სულხან მოლაშვილი თავის პოზიციაში იყო მართალი", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
დღეს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პირისპირ” სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძისა და ამავე საქმის ადვოკატის შალვა შავგულიძის დებატები გაიმართა.