logo_geo
eng_logo
ლევან მურუსიძე: 2013 წლიდან და დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში
- +

1 მაისი. 2019. 02:03

 

 

„მე 2013 წელს ამირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად და რაზეც ახლა ვდაობდით, ეს საქმეები ეხება მანამდელ პერიოდს. ამიტომ მანამდელ პერიოდს რაც შეეხება და ზოგადად, რა საქმეებიც მაქვს განხილული, -  მე ვაგებ პასუხს, როგორც მოსამართლე.  რაც შეეხება როგორც ლიდერს, 2013 წლიდან და დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არ ყოფილა არასდროს საქართველოს ისტორიაში“, - ასე უპასუხა ლევან მურუსიძემ იმედის თოქშოუში „პირისპირ“ წამყვანის  შეკითხვას - რა მოეთხოვება ლევან მურუსიძეს, როგორც სასამართლოს ლიდერს. 

 

„როდესაც მოხდა ჩემი არჩევა ფარული კენჭისყრით, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ისეთ საკითხებში, რაც ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას და მისი პრინციპების დაცვას,  - მე მქონდა ის თვისებები და უნარები, რითაც დავიმსახურე მოსამართლეთა კორპუსის ნდობა. ეს იყო თვითონ სასამართლო კორპუსის შესაფასებელი, მათ მიიღეს გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით და დამაკისრეს ეს მოვალეობა, და მას შემდეგ მუდამ პირნათლად ვცდილობდი რომ ეს მოვალეობა შემესრულებინა. ეს იყო მოსამართლეთა გადასაწყვეტი, მათ ალბათ მიიჩნიეს რომ ჩემი მორალური პრინციპები იქნებოდა თუ ზოგადად განვლილი ცხოვრება, ვიმსახურებდი ამას და ეს ნდობა გამომიცხადეს. მე ამ ნდობას ვაფასებ და დღესაც და ყოველთვის იმიტომ ვარ ამ ეთერში, რომ პირადად მე მინდა დავიცვა სასამართლო სისტემა იმ პოლიტიკური შეტევებისაგან რომელიც მიმდინარეობს მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ და მე ამას რა თქმა უნდა, ბოლომდე ვეცდები რომ დაცული იყოს სასამართლო“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner