logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის შემოყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, არ მგონია, რომ ეს კარგია
- +

1 მაისი. 2019. 12:15

 

„ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება, ვფიქრობ, არ იყო საჭირო. არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა - არ მგონია, რომ ეს კარგია“, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კითხვას, აზიანებს თუ არა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობას პრეზიდენტის მიერ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. თამარ ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რატომ დაიწყო ამ თემის განხილვა.

 

„ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება, ვფიქრობ, არ იყო საჭირო. არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა. რეალურად, არ დგას დღის წესრიგში სამხედრო ბაზების შემოყვანის საკითხი. არ მგონია, რომ ეს კარგია. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია სახელმწიფოს პოზიცია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner