logo_geo
eng_logo
შრომის უსაფრთხოების საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება
- +

1 მაისი. 2019. 12:46

 

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება. თემატური მოკვლევის ჯგუფი შრომის უსაფრთხოების საკითხებს დეტალურად შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილ შუალედური ანგარიშების მიხედვით ამ მიმართულებით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა.

 

„ჩვენ გავამკაცრეთ რეგულაციები, შევცვალეთ კანონი, თუმცა, უფრო ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩვენს ქვეყანას არ ყავდეს სამუშაო ადგილზე დაღუპული ადამიანები. მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით, იქნება საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი ბერკეტი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner