logo_geo
eng_logo
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველ სხდომაზე საბჭოს მუდმივმა წევრებმა პრემიერისგან დავალებები მიიღეს
- +

1 მაისი. 2019. 13:32

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, საბჭოს მუდმივმა წევრებმა პირველ სხდომაზე პრემიერისგან გარკვეული დავალებები მიიღეს.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს სტრუქტურის შესახებ ისაუბრა. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ყველა იმ უწყების მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განახორციელებს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა ერთ თვეში გაიმართება.

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაში საბჭოს მუდმივი წევრები – შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური მონაწილეობდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner