logo_geo
eng_logo
პრემიერმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
- +

26 თებერვალი. 2016. 11:01



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების ძირითად საკითხებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  და საფრანგეთის ელჩმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.


გიორგი კვირიკაშვილმა  მადლობა გადაუხადა რენო სალენსს  ორი ქვეყნას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner