logo_geo
eng_logo
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა
- +

1 მაისი. 2019. 16:44

 

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, რომელიც 20 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა.

 

როგორც „პირველი არხის“ ჟურნალისტი იუწყება, სეტყვამ სოფლებში: შალაური, კისისხევი, კურდღელაური და ვარდისუბანი ვენახები და ნაკვეთები გაანადგურა. ასევე, სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა და თელავში რამდენიმე ქუჩაზე ქვა-ღორღი დაგროვდა, შესაბამისად, შეფერხდა ავტომობილების მოძრაობა.

 

„მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია. დაზარალებულ სოფლებში ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლები ჩავლენ და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას“, - განუცხადა  „პირველ არხს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner