ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, რომელიც 20 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა.
როგორც „პირველი არხის“ ჟურნალისტი იუწყება, სეტყვამ სოფლებში: შალაური, კისისხევი, კურდღელაური და ვარდისუბანი ვენახები და ნაკვეთები გაანადგურა. ასევე, სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა და თელავში რამდენიმე ქუჩაზე ქვა-ღორღი დაგროვდა, შესაბამისად, შეფერხდა ავტომობილების მოძრაობა.
„მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია. დაზარალებულ სოფლებში ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლები ჩავლენ და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას“, - განუცხადა „პირველ არხს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.