logo_geo
eng_logo
თბილისში ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა და დაიჭრა
- +

1 მაისი. 2019. 18:54

 

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა და დაიჭრა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, ის ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა, რა დროსაც იარაღი გაუვარდა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner