logo_geo
eng_logo
მოსამართლეების არჩევის წესზე კანონში ცვლილებების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე კონკურსი გამოცხადდება
- +

1 მაისი. 2019. 21:00

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე კონკურსი გამოცხადდება.

 

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, კონკურსის გამოცხადების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის მსურველებმა 3-კვირის ვადაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბუთები უნდა შეიტანონ. ამის შემდეგ დაიწყება კანდიდატების დარეგისტრირების, გასაუბრების და მათი პარლამენტისათვის წარდგენის პროცედურები. შემდგომ უკვე პარლამენტში წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ და მოხდება მათი არჩევა.

 

„კანონპროექტი, რომელიც დღეს მესამე მოსმენით მივიღეთ, 4-თვიანი დისკუსიის და მუშაობის შედეგია. კანონპროექტით უზუნველვყავით ის, რომ საქართველოს პარლამენტს, მანამდე იუსტიციის საბჭოს შესაძლებლობა ექნება პროცედურა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს. საბოლოოდ კი პარლამენტმა ღირსეული კანდიდატები შეარჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner