ინტერნეტპორტალ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს გირაოთი გათავისუფლების პირობების დარღვევისთვის, 50 კვირით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
გადაწყვეტილება ლონდონის სასამართლომ გამოიტანა.
47 წლის ავსტრალიელი ჟულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოსთან 11 აპრილს დააკავეს მას შემდეგ, რაც აღნიშნული ლათინოამერიკული ქვეყნის ხელისუფლებამ მას პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა და ეკვადორის დიპლომატიური მისიის შენობის დატოვება მოსთხოვა, სადაც ის 2012 წლიდან ცხოვრობდა. ასანჟის დასაკავებლად შვედეთის ხელისუფლებამ გასცა ორდერი, რომლის წინააღმდეგაც ამ ქვეყანაში გაუპატიურების ბრალდებით არის საქმე აღძრული.
ასანჟი შიშობდა, რომ შვედეთი მისი აშშ-ში ექსტრადირებას განახორციელებდა, სადაც მას სასამართლო ემუქრებოდა ავღანეთსა და ერაყში ამერიკის ოპერაციების შესახებ ასობით საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების ბრალდებით.