logo_geo
eng_logo
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 100 მებრძოლი ლიკვიდირებულია
- +

28 მაისი. 2016. 14:48


„BBC"-ის ცნობით, სირიაში, ტერორისტული დაჯგუფგება „ისლამური სახელმწიფოს" 100 მებრძოლი ლიკვიდირებულია.


თურქეთმა ექსტრემისტების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნა, რასაც აშშ-ის კოალიციის საჰაერო თავდასხმა მოჰყვა.


თურქული ჯარის ინფორმაციით, „დაიშის" მებრძოლებმა თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. კოალიციის წევრებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ექსტრემისტების შვიდი შტაბ-ბინაც გაანადგურეს. ამასთანავე, თურქეთის შეიარაღებული ძალები არ აკონკრეტებენ, როგორ შეძლეს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" ლიკვიდირებული მებრძოლების რაოდენობის დადგენა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner