logo_geo
eng_logo
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
- +

2 მაისი. 2019. 13:29

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა. როგორც „ქრონიკასთან“ საუბრისას 66-ე უბნის კოორდინატორი გოგა ზუხბაია აცხადებს, 66-ე და 64-ე უბნების კოორდინატორებს კობა ნაყოფია ხელფასებს დაჰპირდა, თუმცა დღემდე არ გადაუხდია.

 

მისივე თქმით, როცა კოორდინატორები ოფისში თანხის ასაღებად მივიდნენ, ნაყოფია მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ხელფასები არ მისცა.

 

კონფლიქტი ენმ-ს ოფისში 25 აპრილს მოხდა და ამის ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. როგორც ენმ-ს ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანი წითლიძე აცხადებს, ადამიანები, რომლებიც ნაყოფიას სიცრუეში ადანაშაულებენ, პარტიის წევრები არასდროს ყოფილან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner