ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მარიამ ქობულია „facebook"-გვერდზე წერს, რომ გეგა გეგეშიძე, რომლის სახელმაც არაერთხელ გაიჟღერა კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, არც კი იცნობს კახა კალაძეს.
„ძალიან მოკლე, დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, უშუალოდ ჩემს მიერ. დანარჩენს ინტერვიუდან გაიგებთ.
გეგა გეგეშიძე, რომლის სახელმაც არაერთხელ გაიჟღერა ამ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაც 150-კაციან ჯგუფებს წვრთნის, რომ კალაძე ვითომ აძლევს ამ ბიჭებს მითითებებს, არის სრული სიცრუე. გეგა არც იცნობს კახის, სულ ერთხელ ჰყავს ლიფტში ნანახი. კალაძეს ჩემგან არასდროს არ მოკლებია კრიტიკა და ვერავინ ვერც მიკერძოებულობაში დამადანაშაულებს. საერთოდ ყველას უნდა მოუსმინო. ამ ქალაქში რაღაც მეთქმის და გეგასნაირ ადამიანი იყოს ნეტა საქართველოს 80% და მერე რა, რომ ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო?! კანონმდებლობით იკრძალება? აი, ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი, ისიც კარგად გავარკვიე, პოლიცია რომ არ ყოფილიყო, ვიღაცეები შეიძლება ცოცხლებიც ვერ გამოსულიყვნენ. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და კიდევ ბევრი რამ, რაც კადრებში ვერ მოხვდა, ან მოხვდა და არ გაუშვეს. დაზარალებულები არიან „ქართული ოცნების" მხარდამჭერებშიც, რაც შეეხება იმ ბავშვს, კადრებში რომ ჩანს, ურტყამენ, ხელკეტით მომარჯვებული არანაკლები აგრესიით გამოირჩეოდა.
სხვა დანარჩენი არ ვიცი, იქ არ ვიმყოფებოდი, მაგრამ არანაკლები გამოძიება ჩავატარე, მათ შორის ადგილობრივების ჩვენებებს მოვუსმინე და უშუალოდ გადავამოწმე!
არც 150 აქტივისტი ყოფილა და არც 100.
რაც შეხება იმას, რომ ვითომ ფული აიღეს ამაში, ესეც ტყუილია და ისიც, რომ კალაძის ცოლისძმა ახლა ამ ბიჭებს სადაც ეტყვის, იქ წაიყვანს. არაა ასე ეს.
ვიღაც პორნოვარსკვლავი სპორტსმენების აზრი კიდევ არც ისე დამაჯერებელია. თქვენს გაყიდულ სულებს მიხედეთ, რა.
რაც შეეხება ზოგადად ძალადობას! იმიტომ არსებობს შესაბამისი სტრუქტურები, რომ
გამოიძიონ და გაარკვიონ.
არც გიორგი მღებრიშვილი მიმაჩნია ისეთ კადრად, რომელიც არ არის კეთილსინდისიერი!
რაც შეეხება პარლამენტარ სპორტსმენებს და ასე შემდეგ, მათი ადგილი და კიდევ ბევრის პალამენტში ნამდვილად არ არის და იმავე პოზიციაზე ვარ!
ეს ფაქტი გინდ სუბიექტურად შეაფასეთ, გინდ ობიექტურად, მაგრამ არა პოლიტიკურად, რადგან მე ვალდებული ვარ, მივაწოდო სწორი ინფორმაცია საზოგადოებას და რაც დავწერე, იმაზეც ვაგებ პასუხს ნამდვილი წყაროებით და არა ვითომ მოგონილი წყაროებით. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი მხარეზეც და მეორეზეც არიან ქართველები და ეს ფაქტი არის უბედურება, რომ ქართველები ურტყამენ ერთმანეთს არასწორი პოლიტიკის გამო.
P.S.
ამ თემაზე პოლემიკაში შესვლას არავისთან ვაპირებ", - წერს მარიამ ქობულია.