logo_geo
eng_logo
ვანო ზარდიაშვილი ოპოზიციას: თქვენი კითხვები „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებზე აწყობილი კითხვებია
- +

2 მაისი. 2019. 15:25

 

 

„ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დებატები და კითხვები შს მინისტრთან საქმიან რეჟიმში წავიდოდა, მაგრამ როგორც ჩვეული ვართ, პრინციპში „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებზე აწყობილი კითხვებია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტში, პლენალურ სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

 

ზარდიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოზიციასა და ოპოზიციას გარკვეული საკითხების მიმართ ერთიანი ხედვები ჰქონდეთ.

 

„ჩემი ოცნებაა, რომ ოდესმე საერთო სახელმწიფოებრივი გამოწვევების წინაშე როგორც პოზიცია, ასევე ოპოზიცია, აღმასრულებელი ხელისუფლება ერთიანად განწყობილები და პატრიოტული მოტივებით ვიყოთ. ისეთი საკითხები, როგორიც დავით გარეჯი, პანკისში მიმდინარე მოვლენებია, არის საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემა, გამოწვევა და ვისურვებდი, ამ პოზიციებში ჩართულები იყოთ თქვენც.

 

მაგალითად, რამაზ ნიკოლაიშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანულ მხარესთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან. მისი რესურსი, შესაძლებლობები, მეგობრული ურთიერთობები, არა აქვს სურვილი, რომ ამ პროცესებში ჩაებას? თხოვნა არ არის საჭირო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში ჩემი ინიციატივით ჩავერთვებოდი. უბრალოდ გამიხარდებოდა, მსგავს საკითხებში პოზიცია და ოპოზიცია ვიყოთ ერთიანი გამოწვევებით და ერთიანი ხედვებით. ეს არ არის მარტო მინისტრ გახარიას პრობლემა და მინისტრ გახარიასგან შექმნილი საკითხი. ვიმედოვნებ, ის დეპუტატები პოზიციიდანაც და ოპოზიციიდანაც ერთიანი პოზიციით დავდგებით და ერთიანი ხედვა გვექნება. ჩემი პოზიციაა, რომ დავით გარეჯის მონასტერი ჩვენი მონასტერი იყო, ჩვენი არის და ჩვენი იქნება მომავალშიც. იმიტომ, რომ ვერც ერთი ქართველი ვერ გაბედავს ამ საკითხზე უარის თქმას“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner