logo_geo
eng_logo
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულთა სააპელაციო საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს
- +

2 მაისი. 2019. 15:29

 

 

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების საქმეს სააპელაციო სასამართლოში სამი მოსამართლით დაკომპლექტებული კოლეგია განიხილავს.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების და ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მოტივი ბრალდებულთათვის სასამართლოს მიმართ სანდოობის გაზრდაა.

 

მანამდე ბრალდებულებმა შუამდგომლობის დაყენების შემდეგ პოზიციები დააფიქსირეს. ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ ამ საქმეზე ცალმხრივი გაშუქების გამო, შექმნილია მცდარი წარმოდგენა საზოგადოებაში და იმისათვის, რათა მოხდეს სხდომის მეტი სანდოობა, საქმე სამმა მოსამართლემ უნდა განიხილოს.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა, უკვე მოსამართლეთა კოლეგიის პირობებში, 4 ივნისს, 16:00 საათზე გაგრძელდება.

 

ბუტა რობაქიძის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 18 დეკემბერს დამნაშავედ სცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner