საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა, რომლიც პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტიდან გადაეგზავნა.
„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს დილით ხელი მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს, რომელიც გადმოგზავნილი იქნა საქართველოს პარლამენტიდან.
პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად დოკუმენტში მეორე მოსმენით გათვალისწინებულ იქნა ის პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც ასახული იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში.
განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე შერჩევას და პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე“, - მის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.