logo_geo
eng_logo
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბრენდის სასტუმრო „Wyndham Grand“ გაიხსნა
- +

2 მაისი. 2019. 16:28

 

 

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დედაქალაქის ცენტრში 158-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა. ხუთ ვარსკვლავიანი შენობა გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული, პროექტის ბიუჯეტი 48 მლნ დოლარია, სასტუმროში 17 ლუქსი და  2 საპრეზიდენტო აპარტამენტი განთავსდება  პანორამული ლიფტით. სასტუმრო მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.  სასტუმროში რამდენიმე საკონფერენციო დარბაზია.  ასევე განთავსებულია: საცურაო აუზი, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანი, მათ შორის, პანორამული „სქაი ბარი“, 5 საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროსთვის ექსკლუზიური, 22-მეტრიანი „მშვიდობის ჭაღი“,  მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანმა კომპანიამ Lasvit დაამზადა.

 

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. კომპანია „Wyndham Hotels & Resorts“ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ის მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს.  ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, მხარი დავუჭიროთ ისეთი პროექტის განვითარებას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერის შემოსვლასა და 300-მდე ადამიანის დასაქმებას. რაც შეეხება მთლიან პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსურ მონაწილეობას, სასტუმროს მშენებლობისთვის საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსების მოცულობა 10 მილიონამდე დოლარს შეადგენს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, „Wyndham Grand“-ის ბრენდი, „Wyndham Hotel Group“-ში შემავალი სასტუმროა. ჯგუფში 20-მდე ბრენდია გაერთიანებული. სასტუმროების ეს ჯგუფი მსოფლიოში უმსხვილესია, „Wyndham Hotels & Resorts“ სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ამ ჩამონათვალს თბილისიც დაემატა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner