logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: ძალადობა დღეს ინერციით მიდის
- +

28 მაისი. 2016. 15:29


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე აცხადებს, რომ კორცხელში სპორტსმენები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას წამოეგნენ და ამიტომ სამართალდამცველებს მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების, მათ შორის, გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას დაკითხვისკენ. კურტანიძემ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ძალადობა დღეს ინერციით მიმდინარეობს".


„როდესაც 26 მაისს ვიხსენებთ, პირველი დღიდან მოვუწოდებდით „ნაციონალურ მოძრაობას", რომ ხალხისგან, რომელზეც იძალადეს, შენდობა ეთხოვათ, თითოეულ რეპრესირებულ ადამიანთან მისულიყვნენ და შეიძლება, ის პატიება მიეღოთ, რომელსაც დღეს ელოდება სრულიად საქართველო. 26 მაისს თქვენ დახოცეთ ადამიანები, იძალადეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ... დღესაც ფეხზე არ წამოდექით  გარდაცვლილი ადამიანების პატივსაცემად.

 

ხერხეულიძემ თქვა, რომ ის მიდის პარლამენტიდან, ძალიან კარგი, თქვენ საერთოდ არ უნდა ყოფილიყავით პარლამენტში, იმდენი სისხლი დაღვარეთ. ის ძალადობა, რომელიც დღეს ინერციით მიმდინარეობს, თქვენი დაბადებულია. თქვენ მოიტანეთ ის შუღლი და გააჩინეთ ის უფსკრული, რომელიც თქვენსა და ჩვენს შორის არის და კიდევ არ აღიარებთ დანაშაულს", განაცხადა კურტანიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner