დეპუატატი ზაზა პაპუაშვილი სწორად არ მიიჩნევს ქალთა და მამაკაცთა რიცხობრივ თანაფარდობას პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში. აცხადებს, რომ კანონპროექტი დისკრიმინაციულია.
„იმედი მაქვს, ქალთმოძულეობას არ დამაბრალებთ. არ მესმის, როდის იჩაგრებოდა ქალბატონი, რატომ გინდათ, ეს ვაქციოთ ნორმად, რომ 50 ქალი და 50 კაცი იყოს?! ეს ცოტა დისკრიმინაციულია.
რა ვუთხრა იმ პროფესიონალ მამაკაცებს? იმიტომ ვერ გსვამთ სიაში, რომ ქალები არ არიან? რისკენ მოვუწოდოთ, რომ დაემსგავსონ ქალებს?" განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში პირველი მოსმენით ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. ინიციატორები დეპუტატები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ჭკუასელი არიან.
კანონპროექტი ითვალისწინებს წარმოდგენილი ცვლილებებით საქართველოს პარლამენტში, აგერთვე, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დაცვის უზრუნველყოფას. საარჩევნო სიებში, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის, ერთი მაინც წარმოდგენილი უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი.