ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს შესაძლოა, 6 მაისს ფინეთში შეხვდნენ.
ინფორმაციას მედია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრა არქტიკული საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში როვანიემში გაიმართება.