logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: საქართველოში ხომ „დევნიდნენ“ სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით, ახლა უკრაინაში „დევნიან“!
- +

28 მაისი. 2016. 16:00


უკრაინელმა სამართალდამცავებმა ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში ის კაბინეტი გაჩხრიკეს, რომელიც, უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილის თანაშემწეს, თემურ ნიშნიანიძეს ეკუთვნის. უკრაინული მედია წერს, რომ საქმე სავარაუდო ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება და ასევე გამოძიება შეისწავლის ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით არსებული ფონდის საქმიანობას. ფონდი „ოდესის კეთილდღეობისთვის" უკრაინული მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. სწორედ ეს ფონდი ურიცხავდა თანხებს სააკაშვილს მისი რეკლამირებისთვის და მისი მეგობრების მგზავრობისთვის.

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აღნიშნულ თემასთნ დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.


„საქართველოში ხომ „დევნიდნენ" სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით, ახლა უკრაინაში „დევნიან". საქართველოში მისმა კორუფციულმა სქემებმა ხომ მოიცვა ყველა და ყველაფერი და იმავე სქემებს რომ აგრძელებს უკრაინაში, მას ჰგონია, რომ ეს დაიმალება", - ამბობს ეკა ბესელია.


ოდესის გუბერნატორის თანაშემწე და ფონდ „ოდესის კეთილდღეობისთვის" ხელმძღვანელი ბრალდებებს არ აღიარებს. რაც შეეხება სამართალდამცავების მიერ ჩხრეკის შედეგად მის სახლში ამოღებულ 5000 დოლარს, ის ამბობს, რომ ეს თანხა მისი დანაზოგია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner