logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება
- +

28 მაისი. 2016. 16:53


საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართბა, სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის ის წევრებიც დაესწრებიან, რომლებიც უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან.


სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:

1. მზადება NATO-ს ვარშავის სამიტისთვის;

2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;

3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში



ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 30 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner