„მე მგონია, რომ დავითგარეჯის საკითხს ძალიან მალე ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავითგარეჯთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს, უპირველესი პასუხისმგებლობა აქვს იმისა, რომ დაიცვას საკუთარი საზღვრები და საკუთარი ტერიტორია.
„რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შესაბამისი კომისია შევკრიბოთ რაც შეიძლება დროის უმოკლეს ვადებში და დავასრულოთ ეს პროცესი ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არის“, - განაცხადა კილაძემ.