logo_geo
eng_logo
ხვალ საქართველოს სლოვაკეთის პრეზიდენტი ეწვევა
- +

28 მაისი. 2016. 16:54


საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა 29 მაისს ეწვევა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.


ანდრეი კისკას  დახვედრის  ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 30 მაისს გაიმართება.



დაგეგმილია სლოვაკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.



ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი კისკა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.


სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვა და ორ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება.



ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იგეგმება ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს შორის.



ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner