logo_geo
eng_logo
უბედური შემთხვევის გამო შეფერხებული თბილისის მეტრომ მუშაობა სრულად განაახლა
- +

3 მაისი. 2019. 14:28

 

თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა სრულად განაახლა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

 

„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად განახლდა.

 

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურებოდა. მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

უბედური შემთხვევაში მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ დღეს, 10:15 საათზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner