ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ქალაქში ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა იწყება. ოთხსართულიანი შენობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განთავსდება.
ასევე, ახალ შენობაში განთავსდება უნივერისტეტში დაცული უნიკალური წიგნის ფონდი. ბიბლიოთეკაში დაცული იქნება შესაბამისი კლიმატური გარემო. ამასთან, მოეწყობა სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზები.
პროექტის ღირებულება 2 500 000 ლარია. უნივერსიტეტის გარდა, პროექტის ფინანსური თანამონაწილეა ქუთაისის მერია, რომელიც მშენებლობისთვის 200 000 ლარს გამოყოფს.