საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.
სხდომაზე ვერ მივა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ის საქართველოში არ იმყოფება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება. უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურაზე იმსჯელებენ.