სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა.
უწმინდესმა სტანისლავ კარჩევსკისა და მის დელეგაციას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
ილია მეორემ სტუმრებს საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობასა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი და მათი მხარდაჭერა დიდ მნიშვნელობას იძენს.
სტანისლავ კარჩევსკიმ აღნიშნა, რომ საქართველო პოლონეთისთვის იყო, არის და იქნება საუკეთესო პარტნიორი. სენატის მარშალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
დელეგაციის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისთვის.