logo_geo
eng_logo
ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მშენებლობისთვის აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

3 მაისი. 2019. 16:07

 

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის მშენებლობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო.

 

პროექტის ტექნიკური დავალება უკვე მზადაა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობის პროექტის მომზადება. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენელი, ვახტანგ ცაგარელი ადგილზე გაეცნენ.

 

წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში გაკეთდება წყლის ჭაბურღილები და სათავე ნაგებობა, მოეწყობა ახალი ქსელი. პროექტის განხორციელებით აღმოიფხვრება სოფლის წყალმომარაგების პრობლემა და ადგილობრივებს სასმელი წყლით 24-საათიანი სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner