logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ზოგი მიდის და ზოგი მოდის
- +

3 მაისი. 2019. 17:57

 

„პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი, ზოგი მიდის, ზოგი მოდის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კალაძის თქმით, რამდენიმე დეპუტატის მიერ პარტიის დატოვებაში განსაკუთრებული არაფერია.

 

„რამდენიმე დეპუტატმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც ჩვეულებრივი პროცესია. თუ ადამიანებს აქვთ განსხვავებული პოზიციები და ხედვები, რა თქმა უნდა, ისინი ვერ დარჩებიან პარტიაში, ამიტომ აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესია, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება ხოლმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები, კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner